ფეხბურთი

15:32 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს პაბლო სარაბია დაუშავდა

ესპანეთის ნაკრებს ევრო 2020-ის ნახევარფინალში შესაძლოა პაბლო სარაბია ვერ დაეხმაროს. ესპანელი შემტევი ტრავმირებულია.

მან დაზიანება შვეიცარიასთან მატჩში მიიღო და კუნთის პრობლემა აქვს. ჯერჯერობით, მისი თამაში გამორიცხული არ არის, მაგრამ მცირე შანსია, რომ დარჩენილ ორ დღეში აღდგენა მოასწროს.

ესპანური მედიის ცნობით, სარაბიას, რომელსაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლი აქვს გატანილი, დანი ოლმო შეცვლის.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.115355