ფეხბურთი

13:50 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფენომენალური მესი არგენტინას ნახევარფინალში გაუძღვა (+VIDEO)

კოპა ამერიკაზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ბრაზილიასა და პერუს, არგენტინა და კოლუმბია შეუერთდნენ.

ბრწყინვალეა ლიონელ მესი, რომელმაც მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და „ალბისელესტეს“ ნახევარფინალში გაუძღვა. ლიონელ სკალონის გუნდმა ეკვადორი ძალიან იოლად 3:0 დაამარცხა. მესის წვლილი სამივე გოლში უდიდესია. მან ჯერ როდრიგო დე პაულს გაატანინა, შემდეგ ლაუტარო მარტინესს, ხოლო ბოლო წუთზე ულამაზესი ჯარიმით თავად დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

სხვათა შორის, მესი კოპა ამერიკაზე საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მეპასეა. არგენტინა ნახევარფინალში კოლუმბიას შეხვდება, რომელმაც ურუგვაისთან უგოლო ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში იმარჯვა. მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას ბრაზილია და პერუ გაარკვევენ.

არგენტინა - ეკვადორი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დე პაული (40), 2:0 ლაუტარო მარტინესი (84), 3:0 მესი (90)

ურუგვაი - კოლუმბია 0:0 (0:0) პენ: 2:4

0.110916