ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ტობოლმა“ სტუმრად „ტურანი“ 4:2 დაამარცხა.
ელგუჯა მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო, ხოლო 87-ე წუთზე თავი გამოიჩინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ლობჯანიძეს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „ტობოლი“ კი 42 ქულით პირველ ადგილზეა და „ასტანას“ ერთი ქულით უსწრებს.