ავტოსპორტი

0:36 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთში, კიდევ მინიმუმ ორ წელს გაატარებს. ავსტრიის დდ პრიზის კვალიფიკაციის წინ, მან და „მერსედესმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, ისინი ერთად 2022 და 2023 წლების სეზონებსაც გაატარებენ.

„მიხარია, რომ ჩვენ პარტნიორობას კიდევ ორი წლით გავაგრძელებთ. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ და მისაღწევი ჯერაც ბევრი დაგვრჩა, როგორც ტრეკზე, ისე მის მიღმა“, - განაცხადა 36 წლის ბრიტანელმა, ვინც „მერსედესში“ „მაკლარენიდან“ 2013 წელს გადავიდა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი შეცვალა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ სანამ ლუისს რბოლები სიამოვნებას ანიჭებს, ის მანამ გააგრძელებს, სანამ ამის სურვილი ექნება“, - განაცხადა გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა.

ჰამილტონი ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული მრბოლია. მას 98 რბოლა აქვს მოგებული და 100-ჯერ სტარტი პოულიდან აიღო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტულია და მერვესთვის იბრძვის. თავისი შვიდი ტიტულიდან, ერთი „მაკლარენთან“ ერთად მოიპოვა, ექვსი კი - „მერსედსთან“.

0.135837