ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ (2:1), დანიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, სიმონ კიაერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ტურნირის დაწყების წინ, ჩვენი მიზანი „უემბლიზე“ დაბრუნება იყო. ახლა კი მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ნახევარფინალში გასვლა ჩვენი ოცნებების ზღვარია. კარგად უნდა დავისვენოთ, ოთხ დღეში ხომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვიწევს.
საბედნიეროდ, დღეს იმის კეთება მომიწია, რაც ძალიან მიყვარს - მაღალი ბურთებისთვის ბრძოლა. უკეთ გარჯაც შეგვეძლო. მგონი, მეტოქეს ბევრის შექმნის საშუალება მივეცით. თუმცა, დაცვაში ჩინებულად ვიტამაშეთ.“ - ციტირებს კიაერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.