იტალიის ნაკრების სოციალურ მედიაში ბელგიის ნაკრები დატროლეს. საქმე ისაა, რომ მატჩამდე ბელგიელთა ოფიციალურ სოციალურ გვერდზე რომელუ ლუკაკუს ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურეს:
„მივედი, ვნახე, ...“ - იულიუს კეისარის ცნობილი ფრაზა, რომელიც ბოლოვდება სიტყვა გამარჯვებით და ბელგიელებმა ეს სიტყვა 3 წერტილით ჩაანაცვლეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ თამაშის შემდეგ სათანადოდ დაასრულებდნენ.
თუმცა, ბელგია დამარცხდა და იტალიის ნაკრების სოციალურ მედიაში სწორედ ბელგიელთა ეს პოსტი გაზიარდა, რომელსაც ერთადერთი სიტყვა დაემატა - „გავიმარჯვე“.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოფიციალურ მატჩზე მაინც ჩართე თუ ჩართვაა, სად აქვთ ჭკუა ამ ჰაკერებს.
ჩემ ბავშვობაში ტვ ქუთაისი იყო ერთი არხი და მანდ სულ ეგეთი რაღაცეები ხდებოდა ფეხბურთის დროს
ჰა ჰა, ეგ ძაან პოპულარული არხი იყო თინეიჯერებში. სამტრედიაშიც აჩვენებდა, ოღონდ სუფთად არა. DDDDD