იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ მძიმე ტრავმა მიიღო. ბელგიასთან მატჩში 28 წლის მცველმა აქილევსის მყესი დაიზიანა და დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.
სპინაცოლა ევრო 2020-ზე დიდებულად თამაშობდა და 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ჯერჯერობით, იტალიის ნაკრების სამედიცინო შტაბს დასკვნა არ დაუდია, მაგრამ ტრავმა, რომ სერიოზულია ეს რობერტო მანჩინიმაც დაადასტურა.