ფეხბურთი

18:50 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესი? ვმუშაობთ, მას სურს, რომ დარჩეს და ჩვენც იგივე გვინდა"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა გაუვიდა და ცხადია, ყველას აინტერესებს, რა მდგომარეობაა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

“სიტუაცია ვითარდება. მას სურს ჩვენთან დარჩეს, ჩვენც გვინდა, რომ დარჩეს, ვმუშაობთ სწორი ფორმულის პოვნაზე“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ჯერჯერობით ის ოფიციალურად კლუბის გარეშეა.

0.111815