ყაზანის "რუბინის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. 20 წლის შემტევმა "ნიჟნი ნოვგოროდი" დაამწუხრა.
ხვიჩამ 30-ე წუთზე თანაგუნდელთან კომბინაცია გაითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წააქციეს და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე დაარტყა და ანგარიში გახსნა. კვარაცხელია მოედნაზე 64-ე წუთამდე იყო და ის ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ საგოლე პასი მიითვალა.
ზურიკომ ივან იგნატიევი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და მანაც დუბლი შეასრულა, თან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - "რუბინმა" სპარინგში 3:0 იმარჯვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დავითაშვილის საგოლეც დაგედოთ, თქვე დალოცვილებო.
მცველს ნამუსი ახადა
აჰა, ესეც ასე. "შეგახსენებთ, რომ" რუბრიკისთვის მასალაც გროვდება.
ისე, ახალ სეზონშიც თუ ეგ ციფრები შეგვახსენეს, უკვე აშკარა პათოლოგიასთან გვექნება საქმე ))
მიდით ბიჭებო მოიხოდეთ რა, აქეთ შენ იქით ჩაკვე! ოღონდ ტრამვების გარეშე აწი!
აუ რა ფინტი გაუკეთა იმას მეც მოვტყუვდი , გენაცვალე ხვიჩ