ფეხბურთი

16:58 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრებიდან ტონი კროოსი წავიდა. მან გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, სურს, რომ ახლა უფრო მეტი დრო საკლუბო ფეხბურთს და ოჯახს დაუთმოს.

“გერმანიის ნაკრებში 106-ჯერ ვითამაშე. ყველაფერს გავიღებდი, 109 თამაშით დამესრულებინა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მომეგო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ცხადი იყო, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ ვითამაშებდი. მინდა, მთლიანად ვიყო კონცენტრირებული მადრიდის „რეალზე“. ასევე, როგორც მამა და მეუღლე, მსურს სამ შვილთან და მეუღლესთან უფრო მეტი დრო გავატარო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურს ამდენი ხანი ტარება და ამას სიამაყით ვაკეთებდი. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და კრიტიკოსებს მოტივაციისთვის.

დიდი მადლობა იოაჰიმ ლიოვს, რომელმაც ნაკრების ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი გამხადა. ჩვენ ერთად დიდი ხნის განმავლობაში ისტორიას წარმატებით ვწერდით“, - დაწერა გერმანელმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა და 106 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116693