ლონდონის „ჩელსის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ბილი გილმორი კარიერას „ნორვიჩში“ გააგრძელებს. შოტლანდიელი ახალ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
გილმორს „ჩელსიში“ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა დ ამიტომაც, არჩევანი „ნორვიჩზე“ შეაჩერა. სქოთი ფეხბურთელი ემილიანო ბუენდიას შემცვლელად განიხილება, რომელიც „ასტონ ვილაში“ გადავიდა.
გასულ სეზონში 20 წლის შოტლანდიელმა „ჩელსის“ რიგებში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.