კალათბურთი

14:13 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბრუკ ლოპესმა გაიბრწყინა - "მილუოკი ბაქსი" სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლა გრზელდება. აღმოსავლეთ კონფერენციაში სერიის მე-5 შეხვედრა გაიმართა და "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" 11-ქულიანი სხვაობით - 123:112 მოუგო, რითიც უპირატესობა მოიპოვა. მაიკ ბუდენხოლცერის გუნდმა შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით ჩაატარა, თუმცა გარდამტეხი პირველ ტაიმში მოპოვებული სხვაობა გამოდგა, რომელიც 36:22 მორჩა.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა ბრუკ ლოპესმა, რომელმაც პარკეტზე 37:35 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 33 ქულასთან და 7 მოხსნასთან ერთად 4 დაფარებაც მიითვალა. 33 წლის ამერიკელს +- მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 17! ჰქონდა. "მილუოკიდან" ასევე 26 ქულით, 13 მოხსნითა და 8 პასით კრის მიდლტონი გამოირჩა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.

დამარცხებულთა შორის კი ყველაზე შედეგიანი თამაში ბოგდან ბოგდანოვიჩს ჰქონდა. სერბმა კალათბურთელმა 28 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო.

ამრიგად, "მილუოკი ბაქსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა, ამ გუნდების მე-6 შეხვედრა კი 4 ივლისს გაიმართება.

0.125854