ფეხბურთი

13:44 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელი ფანი დააჯილდოვეს: უფასო ბილეთი და უფასო შვებულება სასურველ ადგილზე

შვეიცარიის ნაკრების გულშემატკივარი ლუკა ლუთენბახი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. ის არის ადამიანი, რომელიც 2-წუთიან მონაკვეთში ტელეკამერებმა სრულიად განსხვავებული ემოციით დააფიქსირეს და ყურადღება ამით მიიქცია.

ლუკას საფრანგეთთან საკუთარი ქვეყნის ქომაგობა ბევრნაირად დაუფასდა. ავიაკომპანია Swiss Air-მა მას ესპანეთთან მატჩის ბილეთი აჩუქა და რუსეთში მგზავრობაც დაუფინანსა, სადაც ეს თამაში გაიმართება.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის: შვეიცარიის ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ მას შესთავაზა უფასო შვებულება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. სად? სასურველი ადგილი ლუკამ თვითონ უნდა აირჩიოს.

ლუკა ლუთენბახი საფრანგეთთან მატჩის დროს ამ ყველაფერზე ცხადია არ ფიქრობდა და ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი რეალობაა და ის სამშობლოში დაასაჩუქრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111993