იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის მეოთხედფინალებზე პროგნოზი გააკეთა. პორტუგალიელმა იხუმრა კიდეც, კერძოდ, ბელგია - იტალიის წყვილზე კომენტირებისას:
„ინგლისი მომდევნო ეტაპზე გავა, ასევე ვიტყოდი, რომ დანია ჩეხეთს დაამარცხებს. ბელგია - იტალია? რთულია, თუ იტალიას არ ვიტყვი, იქ მივფრინავ და მომკლავენ, ასე რომ იტალია უნდა ვთქვა. მგონია, რო ესპანეთი შვეიცარიას მოუგებს, მაგრამ ეს კიდევ ერთი დიდი მატჩია, თუმცა ჯაკა ვერ ითამაშებს“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მეოთხედფინალური მატჩები 2 და 3 ივლისს გაიმართება.