ალბათ დაგვერწმუნებით, რომ არასოდეს დაგვზარებია გვესაუბრა ვეტერანი არგენტინელი მობურთალის, სანტიაგო სოლარის კაპარჩხანა დაზე, ლიზ სოლარიზე, რომელიც ბოლო წლებია არამხოლოდ არგენტინაში, არამედ მთელს ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო-მოდელი შეიქმნა.
ლიზის პოპულარობას მისი სხეულის თვალისმომჭრელი ფორმების გარდა, ეპატაჟური ქცევა და სკანდალური განცხადებებიც განაპირობებს. ეს ქალი ჯერ იძახდა, ლესბოსელი ვარ და მამაკაცებს დანახვაც კი არ მსურსო. მერე კი იმდენ მამრს შეუგორდა სარეცელში, რომ მის ფონზე კაცებიც კი ლესბოსელებად მოჩანან.
ლიზიმ ამ ბოლო დროს ერთ-ერთ არგენტინულ გასართობ ტელეარხზე საკუთარი შოუ გააკეთა და როგორც იქაური ბულვარული მედია გვამცნობს, გვარიანი რეიტინგიც დადო. პრინციპში ეს არცაა გასაკვირი გოგოსგან, რომელიც დღენიადაგ იმის ცდაშია, ყველა გადარიოს და ყველას ყურადღება დაიმსახუროს.