ფეხბურთი

10:29 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: "ფავორიტი არც "ნეფთჩია" და არც "დინამო", მთავარია გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ"

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ გამოცემა Azerisport-თან ისაუბრა. თემა რასაკვირველია ბაქოს „ნეფთჩისთან“ მოახლოებული დაპირისპირება იყო. ფიფიას განცხადებით, წყვილში ფავორიტი არ არსებობს და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.

“კარგია, რომ „ნეფთჩის“ ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დაპირისპირება იქნება. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. არცერთ მხარეს არ აქვს რაიმე უპირატესობა, შანსები თანაბარია და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გუნდის ჩამოყალიბებაში, მაგრამ კლუბებს ყოველთვის ვერ ეხმარება. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. „ნეფთჩისთან“ მარცხი კატასტროფა იქნება? თქვენთვის იქნება ჩვენთან მარცხი კატასტროფა? ვფიქრობ, რომ არა. მთავარია გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ. კარგია, რომ გულშემატკივრები დაესწრებიან მატჩებს, რადგან ისინი ქმნიან საფეხბურთო ატმოსფეროს და მათი ტრიბუნებზე ყოფნა პოზიტივია“, - თქვა ფიფიამ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ „ნეფთჩის“ 7 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 14 ივლისს, ბაქოში ესტუმრება.

0.121262