ფეხბურთი

0:48 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი ხორვატულ გუნდთან სპარინგში (+VIDEO)

უნგრული „ფეჰერვარი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ხორვატული „ოსიეკის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 65-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კონფერენს ლიგამდე ამ მატჩის ჩატარება კარგი იყო. ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ და შეტევაში კარგი კომბინაციები დავამუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ თამაში 1:1 დასრულდა, ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, ყველა თამაშის მოგება გვინდა, მაგრამ ამჯერად ვერ მოვახერხეთ. უმჯობესია ეს ახლა მოხდეს, ვიდრე ევროთასებზე, ვიდრე ჩემპიონატში. ვგრძნობ, რომ ახალი სეზონის წინ კარგად ვართ და მალე კიდევ უფრო მოვუმატებთ და გავძლიერდებით, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელები შემოგვიერთდებიან. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ გოლით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო“, - თქვა ზივზივაძემ მატჩის შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ „ფეჰერვარი“ ახლა კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც სომხურ „არარატს“ 8 და 15 ივლისს შეხვდება, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 31 ივლისს, „ზალაეგერშეგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111213