სხვა

0:12 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავენდიში ედი მერქსის რეკორდს უახლოვდება

რა დასანანი იქნებოდა, რომ მარკ კავენდიში ტურ დე ფრანსზე არ წაეყვანათ. მას რამდენიმე უიღბლო და წარუმატებელი სეზონი ჰქონდა და რომ არა სემ ბენეტის ტრავმა, საფრანგეთში მისი გამოსვლა არც იგეგმებოდა. დღეს კი, ექვსი ეტაპის შემდეგ, ყველაზე მეტი, ორი ეტაპი სწორედ მას აქვს მოგებული.

დღეს მან შატორუში გაიმარჯვა, სადაც ჯერარ დეპარდიე არის დაბადებული და სადაც 23 წლისამ, პირველად მოიგო ტურის ეტაპი (2008 წელს). შატორუშივე, მან ტურზე მე-17 ეტაპი 2011 წელს მოიგო. მოკლედ, ეს კავენდიშის ქალაქიცაა, სადაც უკვე მესამე გამარჯვებას მიაღწია. ახლა მის ანგარიშზე, ტურზე მოგებული 32 ეტაპია. ორიც და ლეგენდარული კანიბალის, ედი მერქსის მიღწევას გაიმეორებს. და ამის მიღწევა, წლევანდელ ტურზევე შეუძლია.

36 წლის კავენდიში (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) თანაგუნდელებმა სპრინტის წინ, ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს. და მან უკან ჩამოიტოვა ბელგიელი იასპერ ფილიპსენი (ალპესინ-ფენიქსი) და ფრანგი ნასერ ბუანი (არკეა-სამსიჩი). ბრიტანელი მრბოლი ქულათა კლასიფიკაციას ლიდერობს, სადაც მეორეზე მყოფ ფილიპსენს უკვე 46 ქულას უგებს.

რბოლას კვლავ ჰოლანდიელი დებიუტანტი მატიო ვან დერ პოელი (ალპესინ-ფენიქსი) ლიდერობს, ვინც მოქმედ ჩემპოიონს სლოვენიიდან, ტადეი პოგაჩარს (UAE ტიმ ემირატსი) 8 წამს უგებს.

0.115165