ფეხბურთი

16:55 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯინჯოლავა კარიერას "კადისში" გააგრძელებს

თბილისის „საბურთალოს“ მცველი გიორგი ჯინჯოლავა ესპანური „კადისის“ მეორე გუნდში ითამაშებს. ინფორმაცია ესპანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

ჯინჯოლავა „კადისში“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, მას მთავარ გუნდში მოხვედრის შანსიც ექნება. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ „კადისს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გიორგი ჯინჯოლავა „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14-ჯერ ითამაშა.

0.111789