კალათბურთი

11:27 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

28-წლიანი პაუზის შემდეგ "ფინიქს სანსი" NBA-ს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს (+VIDEO)

ლოდინი დასრულდა. NBA-ს სუპერფინალში „ფინიქს სანსი“ გავიდა. მონტი უილიამსის გუნდმა სერიის მე-6 დაპირისპირება სოლიდური ანგარიშით მოიგო და 28-წლიანი პაუზის შემდგომ მთავარი ტიტულისთვის იბრძოლებს. ისინი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 53-ე სეზონს ატარებენ, თუმცა ჩემპიონობა არასოდეს მოუპოვებიათ.

კონფერენციის ტიტული არიზონელებმა ისტორიაში მესამედ მოიგეს - 1976, 1993, 2021 წელს. უშუალოდ „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დაპირისპირებამ „ფინიქსის“ სრული დომინაციით ჩაიარა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა კრის პოლმა, რომელმაც პარკეტზე 34:56 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 41 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი შეასრულა. დევინ ბუკერს კი 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დეანდრე ეიტონმა მიითვალა - 22 წლის ბაჰამელმა კალათბურთელმა თავი 16 ქულას, 17 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა.

დამარცხებულთა რიგებში მარკუს მორისი გამოირცა, თუმცა მისმა 26-მა ქულამ, 9 მოხსნამ და ერთმა პასმა „კლიპერსი“ მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, „ფენიქსმა“ სერიაში 4:2 მოიგო და მეტოქის მოლოდინშია, რომელიც „ატლანტა ჰოუქსისა“ და „მილოუკი ბაქსის“ წყვილში გამარჯვებულს შორის გაირკვევა. ამ გუნდებს შორის სერიაში ანგარიში 2:2-ია. მათი მომდევნო შეხვედრა კი 2 ივლისს გაიმართება.

0.117295