ფეხბურთი

10:51 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პალმერი: „დე ბრუინისა და აზარის გარეშე, ბელგიის ნაკრები სხვა გუნდია“

ევრო 2020-ის ბელგიასთან მეოთხედფინალური მატჩის წინ, იტალიის ეროვნული გუნდის მცველმა, ემერსონ პალმერიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„დე ბრუინი და აზარი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. მათ გარეშე ბელგიის ნაკრები სხვა გუნდია. თუმცა, უპირველესად საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ.

მათ ასევე ჰყავთ ლუკაკუ, რომელიც ნაღდი თანამედროვე „ცხრიანია.“ კარგად შეუძლია ბურთის დაფარვა, თავისუფალი ზონების მოძებნა. ეს მან „ინტერში“ უკვე დაამტკიცა. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ.

ახლა ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. უფრო ოჯახს დავარქმევდი. ყოველი წუთისგან სიამოვნებას ვიღებთ. პარასკევს კი უმნიშვნელოვანეს მატჩს ველით.“ - ციტირებს პალმერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი პორტუგალიასთან მერვედფინალურ მატჩში დაშავდნენ და დღემდე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა იტალიელების წინაღმდეგ მინდორზე გასვლას.

ბელგიისა და იტალიის ნაკრებთა მეოთხედფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.134079