ფეხბურთი

2:12 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

გორის „დილამ“ ხორვატი ფეხბურთელი პეტარ ზუბაკი დაიმატა. შიდაქართლელთა ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის თავდამსხმელი ბოლოს ავსტრიის მეორე ლიგაში, „გრაცერის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 20-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

ხორვატმა ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში, „მლადოსტის“ რიგებში დაიწყო. ის გორულ კლუბს ევროთასების წინ შეუერთდა და გუნდს სლოვაკურ „ჟილინასთან“ დაეხმარება.

0.114377