ავტოსპორტი

1:19 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს შტირიის რბოლისას მუხრუჭებმა უმტყუნა

მაქს ფერსტაპენმა შტირიის დიდი პრიზის რბოლაში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა - სტარტი პოულიდან აიღო, ყველა წრე ლიდერის რანგში გაატარა და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა. მაგრამ როგორც ირკვევა, რბოლისას მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

მან რადიოთი ამის შესახებ, ინჟინერს შეატყობინა. გუნდში შექმნილი მდგომარეობა სწრაფად განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პრობლემის მიზეზი, ბორდიურზე გავლა და ამით გამოწვეული ძლიერი ვიბრაცია უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ჰოლანდლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და მან ამ სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

„ჩვეულებრივ, ბორდიური მუხრუჭების პრობლემებს არ იწვევს. ბოლო მოსახვევში, ჩემი მუხრუჭები ორჯერ ჩავარდა. ამიტომ, იყო მომენტები, როცა მუხრუჭები არ მქონდა. თუმცა, მოსახვევიდან გამოსვლისას, მუხრუჭები ისევ მუშაობდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს სასიამოვნო მომენტები იყო“, - ყვება ფერსტაპენი.

ის არც მომდევნო რბოლაში ელის იოლ გამრჯვებას. ის ისევ შპილბერგის „რედ ბულ“ რინგზე ჩატარდება, ოღონდ ავსტრიის დიდი პრიზის სახელით.

„საბურავები ერთი საფეხურით რბილი იქნება. ეს ბევრ რამეს შეცვლის. ამ ერთ კვირაში, ყველა სწორედ საბურავებთან დაკავშირებული სიტუაციის გაანალიზებას ეცდება. მათ აინტერესებთ, რა გააკეთეს სწორად და რა შეცდომით. დაძაბულ ბრძოლას ველი“, - ამბობს ფერსტაპენი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.126424
სარეკლამო ადგილი - 99
X x X