ფეხბურთი

1:17 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "დროა ევროპაში წავიდე, ეს ტოპ 5 ლიგის გუნდი იქნება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოლომონ კვირკველიამ რუსულ მედიას თავის მომავალზე კომენტარი მისცა და თქვა, რომ კარიერას ევროპაში გააგრძელებს. როგორც მან აღნიშნა, დროა ბედი ევროპაში სცადოს და ევროპის ტოპ ხუთი ლიგის გუნდში აპირებს გადასვლას.

„ლოკომოტივში“ იური სიომინის გამო გადავედი, მერე ის წავიდა და მეც წამოვედი. არაფერს ვნანობ, პირიქით. ჩვენი ამოცანა იყო რუსეთის ჩემპიონობა და ეს მოვახერხეთ. მადლობას ვუხდი „ლოკომოტივს“, გულშემატკივრებს, ყველა ფეხბურთელს, ვისთანაც მითამაშია და მოედანზე გავსულვარ. დანარჩენი ყველაფერი ბიზნესია.

„ლოკომოტივში“ რისთვისაც მივედი ყველაფერი მოვიპოვე. დროა ევროპაში წავიდე და თავი იქ გამოვცადო. რუსეთში ვითამაშე, მოვიგე ტიტულები გამოვიმუშავე იმდენი, რაც ჩემთვის საკმარისია. რა თქმა უნდა, მომავლის შესახებ კონკრეტიკა არსებობს და მალე გაიგებთ. ეს იქნება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბი“, - თქვა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია თავისუფალი აგენტია. მან „ლოკომოტივში“ 108 მატჩში 4 გოლი გაიტანა, რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი თითოჯერ გახდა, რუსეთის თასი კი ორჯერ მოიგო.

0.118929