საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ სოლომონ კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
რუსული გუნდი ქართველ მცველს დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივს“ 2017 წლის იანვარში „რუბინიდან“ იჯარით შეუერთდა და იმავე წლის ზაფხულში გამოისყიდეს. მან „რკინიგზელთა“ რიგებში 108 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო რუსეთის თასი, ერთხელ რუსეთის სუპერთასი, ერთხელაც რუსეთის ჩემპიონი გახდა. გასული სეზონი მან იჯარით „როტორში“ გაატარა, ხოლო სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.