ფეხბურთი

19:43 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრები მთავრობის სხდომაზე უკრაინის ნაკრების ფორმებით მივიდნენ

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე უკრაინის ნაკრების ფორმებში გამოწყობილნი მივიდნენ, მათ შორის პრემიერმინისტრი დენის შმიგალის მეთაურობით.

ასე გამოუცხადეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა მხარდაჭერა ფეხბურთელებს, რომლებმაც ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებმა ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში 3 ივლისს, ინგლისის ნაკრებს რომში დაუპირისპირდება.

0.116771