ფეხბურთი

18:48 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელთა მწვრთნელმა "სიკვდილის ჯგუფის" წევრებს დასცინა: "სანაპიროზე შევხვდებით"

ევროპის ჩემპიონატზე წილისყრის დასრულებისთანავე F ჯგუფი თავიდანვე „სიკვდილის ჯგუფად“ მოინათლა და ბევრი მომავალ ჩემპიონს მათ შორისაც ხედავდა.

თუმცა, გერმანიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთის მიყოლებით მერვედფინალში გავარდნენ. ამავე ჯგუფში იყო უნგრეთის ნაკრები, რომელმაც სამივე გრანდთან ბოლომდე იბრძოლა.

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ კი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ირონიული პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: „სანაპიროზე შევხვდებით“.

შეგახსენებთ, უნგრეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან 0:3 წააგო, ხოლო სამივე გოლი ბოლო 5 წუთში გაუშვა, საფრანგეთს უგებდა და ფრეს დასჯერდა (1:1), ხოლო გერმანიას სტუმრად ორჯერ ამარცხებდა და 3 ქულის შემთხვევაში ჯგუფიდანაც გავიდოდა, თუმცა, ბოლოს ანგარიში ვერ შეინარჩუნა და ამჯერზეც ქულით მოუწია დაკმაყოფილება (2:2).

0.112712