საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთში არ დარჩება. ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელის აგენტმა იონ კარპმა რუსულ მედიას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთში კვირკველიას დარჩენა არარეალურია.
„უახლოეს დღეებში „ლოკომოტივთან“ სოლომონის კონტრაქტი ამოიწურება და ჩვენ მისთვის ახალი კლუბის ძებნას დავიწყებთ. ვეცდებით ევროპული კლუბი ვიპოვოთ. სოლომონის რუსეთში დარჩენის შანსი? ეს არარეალურია“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 29 წლის ფეხბურთელმა იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა, რომელიც ქვედა ლიგაში გავარდა. მოსკოვის „ლოკომოტივში“ ის 2017-2020 წლებში თამაშობდა და ორჯერ მოიგო რუსეთის თასი, ხოლო თითოჯერ რუსეთის პრემიერლიგა და რუსეთის სუპერთასი.