ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველ ანტონინ ბარაკს ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ბაქოში თამაში არ სურს. როგორც მან აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია, რატომ უნდა ითამაშონ დანიასთან მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქში.
„არ მესმის ბაქოში რატომ უნდა ვითამაშოთ. ჩვენი გულშემატკივრები და ოჯახის წევრები ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ. ბაქოში თამაში წარმოუდგენელია. კოპენჰაგენში რომ გვეთამაშა, დანია სახლში იქნებოდა, მაგრამ ბევრი ჩეხი გულშემატკივარიც გვეყოლებოდა“, - თქვა ბარაკმა.
შეგახსენებთ, რომ დანიისა და ჩეხეთის მატჩი 3 ივლისს გაიმართება და გამარჯვებული ნახევარფინალში ინგლისი - უკრაინის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.