„დინამო თბილისის“ ფეხბურთელმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. რუსული გამოცემა Championat-ი წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ჯერჯერობით ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ რუსული ვებგვერდი მას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გაგნიძემ სამედიცინო შემოწმება რომში გაიარა. მოსკოველები მიმდინარე წლის ბოლომდე ლუკას „დინამო თბილისში“ იჯარით დატოვებას აპირებენ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.