ფეხბურთი

11:33 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკო: "ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და მოედანზე ისევ გავედით, თითქოს ომში მივდიოდით"

უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ შვედეთთან (2:1) გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მან წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა, კომენტარი გააკეთა.

უკრაინელი ფეხბურთელის განცხადებით, მათ ეს გამარჯვება თავიანთი ხასიათით მოიპოვეს და მოედანზე ისე გავიდნენ, თითქოს ომში მიდიოდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ. ეს არის ისტორიული მიღწევა და ყველას მოვუწოდებ გაიხარონ, რადგან შესაძლოა ასეთი მომენტი აღარც იყოს. პირადად მე რთულად შევეგუე კრიტიკას, რომელიც გუნდმა და განსაკუთრებით მე მივიღე. ახლა კი მთელ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი მიზნების მიღწევა შეგვიძლია.

ეროვნულ ნაკრებში უფრო ცენტრში თამაშს ვარ მიჩვეული, მაგრამ მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი დამაყენებს. შვედეთი კარგი გუნდია, ორგანიზებული და რამდენიმე შანსი ჰქონდა, მადლობა ბუშჩანს, რომ რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ჩვენი ხასიათით მოვიგეთ ეს თამაში, დაწყებამდე ყველამ თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და მოედანზე ისე გავედით, როგორც ომში“, - აღნიშნა ზინჩენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ნაკრები ინგლისის ნაკრებს 3 ივლისს დაუპირისპირდება და ამ მატჩით დასრულდება მეოთხედფინალური ეტაპი.

0.117876