უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ შვედეთთან (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც „შევამ“ აღნიშნა, გუნდმა გმირულად იბრძოლა და თავისი თავდადებით მთელი ქვეყნის სიყვარული დაიმსახურა.
“ვცდილობდით თამაში გაგვეკონტროლებინა, ყველაფერი არ გამოვიდა, მაგრამ გუნდმა ჩემი მითითებები და ჩვენი გეგმა სრულად შეასრულა. ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა ჩვენი დავალება იყო და პირველი გოლიც ასე გავიტანეთ. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და საინტერესო თამაში გამოდგა. წაგება არავის სურდა და ამიტომ, ბოლოს დრამა მივიღე. მალინოვსკის და ზინჩენკოს პოზიცია მოედანზე? ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არასტანდარტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პირველივე წუთიდან ვიცოდით თუ როგორ უნდა გვეთამაშა და როგორ შეგვეძლო თამაშის გაძლიერება. ჩვენ მიერ არჩეულმა გეგმამ იმუშავა.
მადლობელი ვარ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ. ჩემი ოჯახი და შვილები აქ იყვნენ და ძალიან მინდოდა ამ შედეგის მიღწევა. მადლობას ვუხდი გუნდს გამოჩენილი გმირობისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს, მან გუნდს დაურეკა და მხარი დაუჭირა. გუნდმა თავისი თამაშით და თავდადებით სიყვარული დაიმსახურა.
შემდეგი მატჩი რომში? რთული თამაში იქნება, ვიცით, ვინ არის ჩვენი მეტოქე. ახლა ზეიმის დროა, ხვალ რომში მივფრინავთ და ვარჯიშს დავიწყებთ. იქ იტალიელების გულშემატკივრობაც დაგვჭირდება, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს“, - თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის ნაკრები ინგლისის ნაკრებს 3 ივლისს დაუპირისპირდება და ამ მატჩით დასრულდება მეოთხედფინალური ეტაპი.