სხვა

2:24 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკ კავენდიშმა ტურ დე ფრანსზე 31-ე ეტაპი მოიგო

ვეტერანმა სპრინტერმა ბრიტანეთიდან მარკ კავენდიშმა, ვისი ტურ დე ფრანსზე გამოსვლაც კარგა ხანს სათუო იყო, ფრანგული ველომარათონის მეოთხე ეტაპი მოიგო. ეს მის მიერ ტურზე მოგებული 31-ე ეტაპია.

კავენდიშს სამი წელია, ტურზე არ უასპარეზია და თავიდან, „დესონინკ-ქვიკ-სტეპმა“ არც წლევანდელი რბოლის მონაწილეთა სიაში შეიყვანა. მაგრამ რბოლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, გუნდის შემადგენლობას დაშავებული ირლანდიელი სემ ბენეტი (ვისაც ტურის რვა ეტაპი აქვს მოგებული) გამოეთიშა. და ის სწორედ 36 წლის კავენდიშმა შეცვალა.

კავენდიშმა ეტაპის მიწურულს, მასობრივ სპრინტში შეძლო ფრანგი ნასერ ბუანის (არკეა-სამსიჩი) და ბელგიელი იასპერ ფილიპსენის (ალპესინ-ფენიქსი) ჩამოტოვება. პელოტონმა ბოლო მეტრებზე შეძლო ადრე დაწინაურებული ბელგიელი ბრენტ ვან მოერის (ლოტო სუდალი) დაწევა და მას გამარჯვების შანსი არ დაუტოვა.

კავენდიში ტურზე მოგებული ეტაპების რიცხვით, მეორე ყველაზე წარმატებული მრბოლია ლეგენდარული ედე მერქსის შემდეგ. ტურის ხუთგზის ჩემპიონს, სულ 34 ეტაპი აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელს აქამდე ტურზე ბოლო გამარჯვება 2016 წელს ჰქონდა მოპოვებული.

კავენდში 2018 წელს მეორედ დაავადდა ეპშტეინ-ბარის ვირუსით (ჰერპესი), შემდეგ კი დეპრესია ჰქონდა, რამაც მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მაგრამ წელს „დესონინკ-ქვიკ-სტეპს“ დაუბრუნდა და სხვადასხვა რბოლაზე, ჯამში ხუთი ეტაპის მოგება მოახერხა.

ველომარათონის ლიდერის ყვითელი მაისური კი ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა შეინრჩუნა.

ოთხშაბათს მეხუთე ეტაპზე დროზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება.

0.123172