გელზენკირხენის “შალკეს” ოფიციალური “ტვიტერის” ცნობით, იენს კელერის ნაცვლად “ხუმარების” მთავარ მწვრთნელად იტალიელი რობერტო დი მატეო დაინიშნა. 44 წლის კელერი “შალკეში” 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.
გელზენკირხენელებმა დამრიგებლის შეცვლა მას შემდეგ განიზრახეს, რაც “შალკემ” მიმდინარე ბუნდესლიგაში 7 ტურში მხოლოდ 8 ქულის დაგროვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე პოზიციაზეა.
დი მატეოს რაც შეეხება, 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არსად მუშაობდა, მანამდე კი, გეხსომებათ, დასავლეთლონდონის “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. გელზენკირხენელებმა ახალ მთავარ მწვრთნელთან ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდე გააფორმეს.