ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა გერმანიასთან (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, ძალიან ბედნიერია, მაგრამ ახლა მთავარი მეოთხედფინალური თამაშის მოგებაა.
“ვფიქრობ, მშვენიერი დღე იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის გახარებაზე და ეს გავაკეთეთ. ფეხბურთელები შეუჩერებლები იყვნენ, ჩემი აზრით, გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა, თუ შაბათს ვერ გავიმარჯვებთ, დღევანდელ მოგებას მნიშვნელობა აღარ ექნება.
რაჰიმ სტერლინგმა მუდმივად უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ ისინი ცდებიან. მან იცის, რომ ჩვენ გვჯერა მისი და ვენდობით. ის ამ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს. ძალიან ბედნიერი ვარ. ეკრანზე დავინახე დევიდ სიმენი და ვერაფერს შევცვლი 1996 წლის მარცხისთვის, მაგრამ დღევანდელი გამარჯვებით ვამაყობ“, - თქვა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში 3 ივლისს, რომში, უკრაინისა და შვედეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.