ფეხბურთი

22:17 | 29.06.2021 | ნანახია 1519 - ჯერ

"სიკვდილის ჯგუფის" ყველა წევრი გავარდა: ინგლისი გოლგაუშვებლად მეოთხედფინალშია

ინგლისის ნაკრებმა გერმანული კომპლექსი გადალახა და ევრო 2020-ის მეოთხედფინალშია. გარეთ საუთგეიტის გუნდმა „უემბლიზე“ იოაჰიმ ლიოვის გუნდს ბოლო წუთებში აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა არცთუ თვალსასეირო გამოდგა, მაგრამ დაძაბული იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს თითო რეალური მომენტი ჰქონდა, როდესაც მეკარეებმა შესანიშნავად ითამაშეს. მეორე ნახევარი გერმანელთა სუპერმომენტით დაიწყო, მაგრამ ჯორდან პიკფორდმა კაი ჰავერტცს აუღო.

შეხვედრა ლოგიკურად ნულოვანი ფრისკენ და დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც ანგარიში გაიხსნა. 75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან წარმართული იერიში რაჰიმ სტერლინგმა დააგვირგვინა, ხოლო სულ მალე იდენტური კომბინაცია ჰარი კეინმა დაასრულა - 2:0.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 1:0-ზე ტომას მიულერი მეკარესთან პირისპირ დარჩა, დროც ჰქონდა და სივრცეც გასატანად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამრიგად, გერმანიის ნაკრები დამარცხდა და ევრო 2020-ს დაემშვიდობა. დასრულდა იოაჰიმ ლივოის ეპოქაც, რომელმაც 15 წელი უხელმძღანელა „ბუნდესნაკრებს“ და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.

ინგლისის ნაკრებმა კი როგორც იქნა დიდი ტურნირების პლეი-ოფში დიდი გუნდი დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან ბადე საკმაოდ იოლი აქვს, ყოველშემთხვევაში ფურცელზე ასეა. ინგლისს წინ შვედეთი - უკრაინას შორის გამარჯვებული ელოდება, მერე კი ნახევარფინალის პოტენციური მეტოქე ან დანიაა, ანაც ჩეხეთი. ამდენად, გარეთ საუთგეიტის გუნდს ყველაფეირ აქვს საიმისოდ, რომ ფინალში გავიდეს, რომლის მასპინძელიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისმა 4 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუშვია და დაცვაში მართლაც სოლიდურად გამოიყურება. ვნახოთ, რას იზამენ ალბიონელები უფრო საპასუხისმგებლო ეტაპებზე...

ინგლისი - გერმანია 2:0 (0:0)

ლონდონი, „უემბლი“

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 88), შოუ; საკა (გრილიში 68), კეინი, სტერლინგი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი; გინტერი (ემრე ჯანი 88), ჰუმელსი, რიუდიგერი; კიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოსენსი (სანე 88); ჰავერტცი, მიულერი (მუსიალა 90); ვერნერი (გნაბრი 68)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გოლები: 1:0 სტერლინგი (75), 2:0 კეინი (86)

გაფრთხილება: რაისი (8), ფილიპსი (45), მაგუაირი (77) - გინტერი (25), გოსენსი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ჰარი მაგუაირი (ინგლისი)

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:24 | 30.06.2021
O.KANI (475)

არაუშავს, ფლიკის ხელში მალე დალაგდება ისევ გერმანიის ნაკრები , ახალი სისხლი გადაესხმებათ და ციკლის კულმინაცია იქნება ისევ მსოფლიო ჩემპიონობა!!!

23:17 | 30.06.2021
O.KANI (475)

მიუხედავად იმისა რომ 1990 წლიდან გერმანიის ბალეშიკი ვარ ( რა თქმა უნდა საქართველითოს შემდეგ ) დარწმუნებული ვიყავი რომ ინლისი მოუგებდა, დრო იყო უკვე თორე ძაან ზედმეტი მოუვიდოდათ ნემცებს ბრიტანელების წინაშე.

16:57 | 30.06.2021
lagashi (6738)

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ვქომაგობდი ინგლისს და სულ წვალება იყო ამათი თამაშიც და ქომაგობაც

მაშინ ჯგუფში არგენტინას მოუგეს და იმის მერე პირველი შემთხვევა გუშინ იყო რომ დიდ ტურნირზე ინგლისმა დიდ გუნდს მოუგო

13:44 | 30.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ინგლისს ფინალში გასვლის იდეალური შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს. მერე უემბლიზე ფინალი ისე უნდა ითამაშონ როგორც ეკადრებათ დროა ამ გუნდმა რამე მოიგოს

13:33 | 30.06.2021
O. Mertskhali (8101)

თავიდანვე ჩანდა, რომ სუპერ-გუნდი არცერთია ამ ევროპაზე..

13:03 | 30.06.2021
Kobe Bean (21683)

რეალურად ძლიერი გუნდი არცერთი აღარ დარჩა ამ ევროპაზე.ეს ესპანეთი იმის ნახევარიც არაა რაც წინა დეკადაში იყო,ბელგიას დებრუინი-აზარი ლაზარეთში ყავს და არ იციან ითამაშებენ თუ არა იტალიასთან,თვითონ იტალიასაც არ ყავს ძლიერი შემადგენლობა და არც ინგლისია სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული.უკრაინა შვეიცარია დანია ჩეხეთზე საუბარიც არაა.ფრანგები არ უნდა გავარდნილყვნენ,აშკარად ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ყავთ.პორტუგალიასაც მეტი მოეთხოვებოდა,ბრუნო ეჯინა სკამზე როცა ბრუნოსნაირი ინგლისს ძირითადში არ ყავს,იგივე ფელიქსიც რომელსაც ასევე არ ენდობოდა.გერმანიასაც მეტი მოეთხოვებოდა,ინგლისზე უკეთესი შემადგენლობა გერმანიასაც ყავს.მთლიანობაში არაა კარგი ევროპა,სუსტი გუნდები დარჩნენ

12:54 | 30.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

საფრანგეთსაც, გერმანიასაც და პორტუგალიასაც მშვენიერი შემადგენლობები ჰყავდათ, მაგრამ ფორმაში არ იყვნენ და გუნდურობის მხრივ სამივეს დაეტყო ეს (განსაკუთრებით გერმანიას).
ამათი უნიათობის ფონზე გამოჩნდა უნგრეთის ყაყა გუნდიც, ცამდე რომ აიყვანეს ქებით ))

23:20 | 30.06.2021
O.KANI (475)

არ გეთანხმები კორბენ! გერმანიას ნაღდად არ ყავდა მაგარი სასტავი.

14:30 | 01.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

რატომ ? ვინმე არ ყავდათ შემადგენლობაში ისეთი, რომელიც გააძლიერებდათ ?

09:45 | 30.06.2021
გუსანი (746)

ფინალი: იტალია-ინგლისი ? ინგლისს უფრო მარტივად აქვს საქმე, ბადე ისეა მოწყობილი იტალიას ფინალში გასვლა გაუჭირდება და თუ გავიდა მაგარი დაღლილი იქნება, იმ ოთხეულიდან ყველას თანაბრად შუძლია გაღწევა შვეიცარია-ესპანეთი, ესპანეთს დაცვა დაღუპავს? ბელგიას იტალიას იღბლით თუ გაცდება, ისე ინგლისმაც რაღაც ხომ უნდა მოიგოს 1966 წლ მერე? იტალიას კი ვგულშემატკივრობ, ადრე წლების განმავლობაში ინგლისს, იტალიის მონახულების მერე შევიცვალე სიმპათიები...

23:05 | 29.06.2021
XoMe (1384)

ჩემპიონია...

0.23927