იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საფრანგეთის ნაკრების მარცხში დიდიე დეშამი დაადანაშაულა. პორტუგალიელის აზრით, ანტუან გრიზმანის შეცვლა არ შეიძლებოდა.
„დეშამი შეცდა. სავარაუდო დამატებით დრომდე გრიზმანის შეცვლა 89-ე წუთზე დაუშვებელი იყო. საბოლოოდ დამატებითი დრო დაინიშნა და გრიზმანი შეცვლილი ყავდა. ამას გამოცდილება სჭირდება“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას 3:1-ს ამარცხებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში უპირატესობა გაანიავა და შემდეგ უკვე პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა.