ფეხბურთი

13:53 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სეფეროვიჩი: „ეს ყველაზე შესანიშნავი საღამო გახლდათ კარიერაში“

ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, შვეიცარიის ეროვნული გუნდის შემტევმა, ჰარის სეფეროვიჩმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში სეფეროვიჩმა დუბლი შეასრულა.

„ხანდახან არ გამომდის გატანა, მაგრამ ამჯერად ყველას ვუჩვენე, როგორ უნდა მეტოქის საჯარიმოში ყოფნისას მომენტების რეალიზება. ეს ყველაზე შესანიშნავი საღამო გახლდათ ჩემს კარიერაში.“ - ციტირებს სეფეროვიჩის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.118857