ფეხბურთი

13:25 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020 ყველაზე შედეგიანია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

ევრო 2020-ის 28 ივნისის მერვედფინალურ მატჩებში ევროპის ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა შედეგიანობაში - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის, მისლავ ორშიჩის მიერ ესპანელთა კარში გატანილი გოლი 109-ე აღმოჩნდა ტურნირზე და რეკორდიც დამყარდა.

მანამდე ყველაზე შედეგიანი ტურნირი ევრო 2016 გახლდათ, რომელშიც ჯამში 108 გოლი გავიდა.

მიმდინარე ევრო მეორეა, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. მაგრამ, მიმდინარე გათამაშება გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებლითაც ლიდერობს, მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპი შემოიღეს. ეს კი 1980 წელს მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114964