შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ, რომელიც უეფამ საფრანგეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, კომენტარი გააკეთა. ჯაკას განცხადებით, შვეიცარიას სათვალავში არავინ აგდებდა, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს.
„ფანტასტიკურია! შეგვეძლო 90-ე წუთამდე 2:0-ით მისვლა და თამაშის დასრულება, მაგრამ გაფუჭებულმა პენალტმა ჩვენი ორგანიზებულობა დაარღვია. მატჩის ბოლოს დავბრუნდით და დიდი მენტალური ძალა გამოვაჩინეთ. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. 10 წუთში გავათანაბრეთ, შემდეგ პენალტებზე ფანტასტიკური ემოციები ვიგრძენი. ჩვენ ისტორია დავწერეთ, ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ.
არიან ისეთებიც, რომელთაც არ სურდათ ჩვენზე ფსონის დადება, მაგრამ ახლა ყველამ იცის, ვინ არის შვეიცარია. ახლა ესპანეთთან შესანიშნავი და რთული მატჩი გველოდება და უკეთ თამაში დაგვჭირდება. ოცნებას ვაგრძელებთ“, - თქვა ჯაკამ.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ნაკრები მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.