ფეხბურთი

2:13 | 29.06.2021 | ნანახია 2020 - ჯერ

საფრანგეთი სახლშია: შვეიცარიელთა გმირობა და საოცარი ევრო 2020!

ევროპის ჩემპიონატს მთავარი ფავორიტი დაემშვიდობა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა და ბარგი ჩაალაგა!

თავიდანვე ვთქვათ, რომ 2021 წლის 28 ივნისი ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი დღე იყო. ჯერ იყო და ესპანეთი-ხორვატიის მატჩში შედგა დრამა და 90 წუთში ზუსტად იგივე სცენარი საფრანგეთი-შვეიცარიის შეხვედრაში განმეორდა. ორივეგან აუტსაიდერად მიჩნეული გუნდები 1:0 დაწინაურდნენ, მერე ფავორიტებმა 3 გოლი გაიტანეს და შემდეგ ანგარიში 3:3 გახდა. განსხვავება ისაა, რომ დამატებით დროში ხორვატიამ ორი მაგარი მომენტი გაანიავა და მერე ორი გოლი გაუშვა, ხოლო შვეიცარიამ იმარჯვა - პენალტების სერიაში!

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი თითქმის ერთი საათი საფრანგეთს ძალიან მაგრად დაუდგა და შანსი არ მიუცია. უფრო მეტიც, დაჯაბნა! ჰარის სეფეროვიჩმა დასაწყისშივე გახსნა ანგარიში და შვეიცარიამ ტაიმი მოიგო. 55-ე წუთზე კი ანგარიშის გაზრდის იდეალური შანსი მიიღეს - პენალტი მოიპოვეს. ბურთთან რიკარდო როდრიგესი მივიდა და საშინლად დაარტყა, უგო ლორისმა აჯობა.

ამ ეპიზოდმა შვეიცარია გატეხა, ხოლო საფრანგეთს დამატებითი ძალა შესძინა და ზუსტად 4 წუთში „მამლები“ იგებდნენ. ორჯერვე კარიმ ბენზემამ გაიტანა, დუბლი შეასრულა და დიდიე დეშამმა ამოისუნთქა. არადა, როდრიგესის პენალტამდე შვეიცარიას წუნი არაფერში დაედებოდა და ძალზე გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა, მერე კი მთლიანად მოიშალა. ამას ლოგიკური გაგრძელებაც მოჰყვა და პოლ პოგბამ 75-ე წუთზე ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა. პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა...

თუმცა, ვინც ასე ფიქრობდა, ცდებოდა! ჰარის სეფეროვიჩმა კიდევ ერთხელ მოიგო მეორე სართულზე ბრძოლა და 81-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. შვეიცარია თამაშში დაბრუნდა და მალევე გავრანოვიჩმა კიდევ ერთი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. ბოლო წუთზე კი მან ყველაფერი წესების სრული დაცვით გააკეთა და საკმაოდ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა - 3:3! საფრანგეთს მაინც შეეძლო მოგება, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კინგსლი კომანმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც გუნდებს საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ ჰქონიათ და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა. შვეიცარიელთა საბედნიეროდ რიკარდო როდრიგესი მოედანზე არ იყო და მისმა თანაგუნდელებმა ხუთივე პენალტი უნაკლოდ შეასრულეს. დარტყმები არც ფრანგებს დაეწუნებოდათ და ოთხჯერ შეარხიეს ბადე, მაგრამ ბოლო, გადამწყვეტი პენალტი კილიან მბაპემ ვერ გაიტანა, მას იან სომერმა აჯობა! მბაპე მთელი თამაში საშინლად ირჯებოდა და ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი - ის მთავარი ანტიგმირი იყო.

შვეიცარია დიდი ტურნირის მეოთხედფინალში ბოლო 67 წლის განმავლობაში (1954 წლის მერე) პირველად გავიდა და წინ კიდევ ერთი ურთულესი მატჩი ელის ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

საფრანგეთი - შვეიცარია 3:3 პენ: 4:5 (0:1)

ბუქარესტი, „ეროვნული სტადიონი“

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი; ვარანი, ლენგლე (კომანი 46, ტურამი 110), კიმპემბე; პავარი, პოგბა, კანტე, რაბიო; გრიზმანი (სისოკო 88); ბენზემა (ჟირუ 94), მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

შვეიცარია (3-4-1-2): სომერი; ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (მეჰმედი 87); ვიდმერი (მბაბუ 74), ფროილერი, ჯაკა, ცუბერი (ფასნახტი 80); შაქირი (გავრანოვიჩი 74); სეფეროვიჩი (შერი 97), ემბოლო (ვარგასი 80)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (15), 1:1 ბენზემა (57), 2:1 ბენზემა (ბენზემა (59), 3:1 პოგბა (75), 3:2 სეფეროვიჩი (81), 3:3 გავრანოვიჩი (90)

გაფრთხილება: ვარანი (30), კომანი (89), პავარი (90) - ელვედი (32), როდრიგესი (62), ჯაკა (77), აკანჯი (108)

გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (55, მეკარე)

პენალტების სერია: 0:1 გავრანოვიჩი, 1:1 პოგბა, 1:2 შერი, 2:2 ჟირუ, 2:3 აკანჯი, 3:3 ტურამი, 3:4 ვარგასი, 4:4 კიმპემბე, 4:5 მეჰმედი, 4:5 პოგბა (მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): გრანიტ ჯაკა (შვეიცარია)

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

დეშამი არგენტინასთანაც გადარჩა 2018-ში,იქ მბაპე-გრიზმანი ორივე გაიყვანა და კინაღამ გაუთანაბრა არგენტინამ ბოლოში.დამატებით დროში მოუგებდა არგენტინა გრიზმან-მბაპეს გარეშე დარჩენილ ფრანგებს

18:49 | 29.06.2021
lexo1960 (414)

ვინც ამ თამაშზე იძახის ნაყომარებიაო,ფეხბურთის გაგებაში არ არის)))))) ჩაწყობილი არა შაშაკოლა))))))

15:53 | 29.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ქართველებთან ნატ***აურევი რუსი ქალის ფრთიანი გამოთქმა გამახსენდა გუშინდელ დღეზე - ოი, რაც იკო იკო, ქარგი კი იკო

14:33 | 29.06.2021
mjgiri (8951)

შვეიცარიელებმა სპეიციალურად არ გაიტანეს პენალტი,რომ მერე პენალტების სერიაში მოეგოთ.კიარდა პირიქით,ლორისმა სპეციალურად აიღო პენალტი,რომ მერე პენალტების სერიაში წაეგო შიზა

18:43 | 29.06.2021
lexo1960 (414)

კომანმა სპეციალურად გაარტყა ხარიხას ბოლო წამებზე)))))))

12:41 | 30.06.2021
იკა..იუვე..10 (4132)

კომანი კი არა ღმერთი ყოფილა

12:49 | 29.06.2021
Ioseb Khvadagiani (155)

ყველაფრის წამალი არის უნდა შეეშვათ თამაშს თუ არადა გაგაგიჟებთ ეგეც იგივე დამოკიდებულებაა როგორც ყველაფერზე წამალზე მოსაწევზე დასალევზე და ა.შ ავადმყოფობაა და შიზოფრენიით დამთავრდება ბოლოს რასაც არავის ვუსურვებ რათქამუნდა
საფრანგეთი იყო უსუსტესი ჯგუფში. ჰუმელსის ავტოგოლი, ჩასვრა უნგრეთთან და პორტუგალიასთან ნაჩუქარი პენალტით გაგორებული ფრე. რამე მოგეწონათ ამათ თამაშში? მადლობა უთხრან ლორისს რომ ძირითადშივე არ მოუგო შვეიცარიამ

11:53 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რა უეფა რომელი თამაში მოგეწონათ საფრანგეთის ჯგუფურ ეტაპზე რო შვეიცარია გაეგდოთ მარტივად.საფრანგეთის ჩემპიონობა ყველაზე ნაკლებად მეგონა ამ ევროპაზე

10:17 | 29.06.2021
majlajuna (1024)

ზოგადად ფიფა და უეფა რა მაკვარანცხებიც არიან, ყველამ იცის და მე თუ მკითხავთ, პიკი 2004-ში ქონდათ, საბერძნეთი რომ გააჩემპიონეს, მაგრამ არის კიდევ მეორე მომენტი: დღევანდელი საკლუბო ფეხბურთი სანაკრებოს კლავს, ვარსკვლავები, რომლებიც გრანდებში თამაშობენ, სრულიად გამოფიტულები არიან და ვეღარ დარბიან, შეხედეთ მბაპეს, კანტეს, ვეინალდუმს, ძლივს დაღოღავენ, სამაგიეროდ ეგერ ჩეხეთის უკლასო ფეხბურთელებმა იფრინეს. რეალურად ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ და არა გვარები და სანამ წელიწადში 50 თამაშს ატარებინებენ, თანაც ასეთი დატვირთვებით, ასე გაგრძელდება

10:46 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებს უკლასო არ ეთქმის ნამდვილად. თან გუნდის კლასიც მნიშვნელოვანია, რაც ჩეხეთს აქვს

10:45 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ხოდა მაგის წამალია სუპერ ლიგა. ნაკლები თამაშები და უფრო საინტერესო

12:45 | 29.06.2021
Ioseb Khvadagiani (155)

რა ნაკლები თამაში?
სუპერ ლიგის ფორმატით ნაკლები კი არა 18 თამაში გამოდიოდა ჯგუფურ ეტაპზე და ერთი და იგივე 15 გუნდი იქნებოდა და ითამაშებდნენ ყოველ წელს 5-6-ჯერ ერთმანეთში (შიდა ჩემპიონატში რო შეხვდებოდნენ იმათი ჩათვლით)

10:16 | 29.06.2021
XoMe (1384)

ინგლისი-გერმანიას გამარჯვებული ჩემპიონია...

10:15 | 29.06.2021
XoMe (1384)

შვეიცარიის გმირობა არა იხვის ხარჩო : )))) ამათი აფიორა დდშვც მე :@

09:56 | 29.06.2021
tevdo (542)

კანტეს და მბაპეს ვარსკვლავობა არ გაიშვა სადმე მბაპე ბენზემას მე10000 დი არაა D:

09:20 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

რაც კი ფული იზარალა უეფამ ამ პანდემიისას, გუშინ ათმაგად ამოიღო ხალხის ჯიბეებიდან :დ აბა ამხელა მაყუთის დათმობა როგორია ფეჩერინისთვის და სხვა კორუმპირებული ვირთხებისთვის? მომავალი წლიდან სუპერ ლიგის შექმნა და არა კორუმპირებულ გასიებულ უეფას და ფიფას

09:17 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

აქ ყველაზე სასაცილო და აშკარა მაინც ისაა, რომ ამ ორ თამაშში ხორვატია და შვეიცარია 3-1 ის მერე უკვე იდგნენ და არ თამაშობდნენ. და უცებ ბოლო ორი გოლი გაიტანეს. ჩვეულებრივი დადგმაა და ტოტალიზატორების ცირკი

09:15 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჩემი აზრით ესპანეთმა მესამე ბურთი რასაც ქვია გაატანია ხორვატიას. საფრანგეთმა კიდე მესამე გოლი რომ გაატანია.ეს აშკარაა! ტოტალიზატორზე რომ მიდის თამაში ამას თქმა არ უნდა

07:50 | 29.06.2021
O.KANI (475)

ფეხბურთი არა და ცირკი და შოუ მაგარია, ამ კონკრეტულ საცირკო წარმოგენას დამწყები, ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი კლოუნი კ. მპაპე ასრულებდა დიდი მონდომებით. ეგ ჟეშტის თასი გაუკეთი უნდა ვინც ამ შოუებს დგავს.

02:29 | 29.06.2021
arsena8 (731)

მპაპეეეეეე!!!

0.432732