ლივერპულის „ევერტონის“ ფანები რაფაელ ბენიტესის წინააღმდეგ გამოდიან და საყვარელ კლუბში ესპანელის დანიშვნა არ სურთ.
ფანებმა გამოფინეს ბანერი, რომლის მიხედვით ბენიტესს ემუქრებიან: „ვიცით, სადაც ცხოვრობ, კონტრაქტი არ გააფორმო“, - წერია ბანერზე.
მოგეხსენებათ, ბენიტესი 2004-2010 წლებში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იყო და „ევერტონის“ ქომაგებიც მისი წინააღმდეგნი ამიტომ არიან.
ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და რაფა ბენიტესი „ევერტონთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია