ფეხბურთი

15:51 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "პორტუგალია უფრო ძლიერი დაბრუნდება"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

რონალდუს განცხადებით, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს ტიტულის შესანარჩუნებლად, მომავალში კი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან:

„ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა და უფრო ადრე დავტოვეთ ჩემპიონატი, ვიდრე გვსურდა. თუმცა, ვამაყობთ ჩვენი გზით, ყველაფერი გავაკეთეთ ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად და კიდევ შეგვიძლია პორტუგალიელების გაბედნიერება. ჩვენი გულშემატკივრები თავიდან ბოლომდე გვერდში გვედგნენ და ვიბრძოდით მათთვის. ვერ შევძელით იქ მისვლა, სადაც გვინდოდა, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ. ვულოცავ ბელგიას და წარმატებებს ვუსურვებ ყველა გუნდს, რომლებიც ტურნირში რჩებიან. ჩვენ კი, უფრო ძლიერი დავბრუნდებით“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ მერვედფინალში ბელგიასთან 0:1 წააგო, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ტურნირი 5 გოლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121435