აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „მილუოკი ბაქსი“ დაწინაურდა. მაიკ ბუდენხოლცერის გუნდმა შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და ბოლო პერიოდში ნაჩვენები კარგი თამაშის წყალობით 11-ქულიანი სხვაობით - 113:102 მოიგო.
„ატლანტა ჰოუქსმა“ პირველ წუთებში საგრძნობი უპირეტესობა მოიპოვა და 15-ქულიანი გაქცევაც ჰქონდა, თუმცა, მე-3 პერიოდის ბოლოს მათი უპირატესობა მხოლოდ 2 ქულა იყო. ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც მილუოკი ბაქსმა 30:17 იმარჯვა და აქიდან 20 ქულა კრის მიდლტონმა ჩააგდო, რითაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საკუთარ გუნდს მოაგებინა.
რა თქმა უნდა მთლიანად შეხვედრაშიც საუკეთესო სწორედ მიდლტონი იყო. 29 წლის ამერიკელმა პარკეტზე 42:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 38 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ კრისმა 38 ქულით პლეი-ოფებში შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა. „მილუოკიდან“ ასევე შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა იანის ანტენტოკუნმპოს - ბერძენმა არასრულ 41 წუთში 33 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
დამარცხებულთაგან კი ტრეი იანგი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა და 4 პასი იყო. 18 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა დანილო გალინარის.
სერიაში აგნარიში 2:1 გახდა, ამ გუნდებს შორის მეოთხე დაპირისპირება კი 30 ივნისს გაიმართება.