სხვა

10:24 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. 23 წლის სპორტსმენს ლიცენზია უკვე ერგო.

ფაჟავას მასპინძლის ქვოტა ერგო. იაპონიას 2 ლიცენზია უკვე მოპოვებული ჰქონდათ და ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოთავისუფლებული ერთი ადგილი ქართველ ტანმოვარჯიშეს გადასცა.

ფაჟავა 32-ე ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ტოკიოს ლიცენზია აქვს და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

0.11706