ფეხბურთი

19:09 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და ამხანაგურ მატჩში ითამაშა

ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს ზუსტად 70 დღე გაუცდა და ეკატერინბურგის „ურალთან“ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 65 წუთი ათამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. სხვათა შორის, გუნდებმა შეთანხმების საფუძველზე სამტაიმიანი მატჩი ითამაშეს, 90-ის ნაცვლად 135 წუთი, ხოლო „ურალმა“ პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოიგო.

კვარაცხელიას ბოლოს სწორედ ეკატერინბურგში, 18 აპრილს ჰქონდა ნათამაშები, როდესაც კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანზე დაბრუნება იმავე სტადიონზე შეძლო.

„რუბინი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და 2 ივლისს, „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ისპარინგებს, ხოლო რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 24 ივლისს, მოსკოვის „სპარტაკს“ შეხვდება.

0.115394