ფეხბურთი

16:45 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მიუნხენ 1860"-ის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელია რობენის და რიბერის თანავარსკვლავედიდანაა"

რუსმა მწვრთნელმა დენის ბუშუევმა, რომელიც წლებია გერმანიაში მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „მიუნხენ 1860“-ის ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა თქვა, რომ ქართველს გერმანიის საუკეთესო გუნდებში თამაში შეუძლია და ისეთ ფეხბურთელებს შეადარა, როგორებიც არიენ რობენი და ფრანკ რიბერი არიან.

„წარმომიდგენია თუ არა ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ჩემპიონატში? ბუნებრივია. ის იგივე თანავარსკვლავედიდანაა, საიდანაც რობენი ან რიბერი. მას შეუძლია ბუნდესლიგის ტოპხუთ კლუბში თამაში. გიჟური ტექნიკა აქვს და კარზეა მიმართული. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი მოთამაშეები ცოტაა და აქ თამაში შეუძლია“, - აღნიშნა ბუშუევმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ქართველი ბოლო ორი სეზონია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად სახელდება.

0.118319