ფეხბურთი

15:43 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის და რევაზ ინჯგიას გოლები "აპოლონში" (+VIDEO)

ლიმასოლის „აპოლონის“ მაისურით რევაზ ინჯგიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს ნიქოზიის „ომონიასთან“ ამხანაგურ მატჩში მოხდა და ამავე თამაშში გოლი გიორგი პაპუნაშვილმაც მიითვალა.

ქართველები არ იყვნენ ძირითად შემადგენლობაში და მინდორზე 46-ე წუთიდან გამოჩნდნენ, როცა ლიმასოლელები 1:3 მარცხდებოდნენ. მე-60-ე წუთზე პაპუნაშვილმა პენალტი შეასრულა უნაკლოდ, ხოლო 15 წუთში მეტოქის კარი ინჯგიამაც დალაშქრა.

ამის მიუხედავად, „აპოლონი“ კვიპროსის ჩემპიონთან მაინც დამარცხდა - 3:4. ინჯგია კვიპროსში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა, ხოლო პაპუნაშვილი იქ უკვე მეორე სეზონს იწყებს.

„აპოლონი“ მომდევნო ამხანაგურ თამაშს 2 ივლისს, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.123768