იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა მატეო პესინამ ავსტრიასთან (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ნახევარმცველის განცხადებით, მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თამაშის მოსაგებად.
“მე ჯერ კიდევ არ მაქვს უელსთან გოლი ბოლომდე გააზრებული და ახლა უკვე ახალი ემოციები მივიღე! ჩვენს გუნდში გოლის გატანა ყველას შეუძლია. ამჯერად ეს მე შევძელი და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მომენტი კარიერის ბოლომდე მემახსოვრება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ყველას მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკმაოდ რთულ ბრძოლაში შევძელით რწმენის შენარჩუნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გოლი ლამაზი იყო, მაგრამ მისი მნიშვნელობის გადაფასება ძნელად შეიძლება. ძალიან დაძაბული მომენტი იყო, მეტოქე ზეწოლას ზრდიდა და ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უპირატესობის გაზრდა“, - თქვა პესინამ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში 2 ივლისს, ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. საინტერესოა, რომ მატეო პესინა ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში თავდაპირველად არ იმყოფებოდა, მაგრამ სტეფანო სენსიმ ტრავმა მიიღო და რობერტო მანჩინიმ ამის შემდეგ უხმო ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ, სადაც სამ მატჩში უკვე 2 გოლი გაიტანა.