„ბარსელონას“ 29 წლის შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, იტალიურ „ინტერში“ გადავიდეს - გვამცნობს Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, „ინტერი“ მზადაა კოუტინიო იჯარის წესით დაიმატოს, იმ პირობით, თუ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ცნობილია, რომ ფეხბურთელის გარემოცვას იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ინტერი“ კოუტინიოს „ბარსელონას“ დარ ხელფასს ვერ გადაუხდის, ამიტომ ფეხბურთელი ჯამაგირის გვარიან დაკლებას უნდა დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 2018 წელს გადავიდა 135 მილიონ ევროდ.